განათლების კომპლექსური რეფორმა

ცვლილებებია მოსალოდნელი პედაგოგების საქმიანობაში. განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს მასშტაბური რეფორმის მომდევნო ეტაპის პირობები გააცნო. გეგმა ორ მიმართულებას მოიცავს. ხელფასების ზრდას და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობას. ანაზღაურების მატება სექტემბრიდან დაიწყება და 2022 წლამდე ეტაპობრივად გაგრძელდება. ამავე პერიოდში ხელფასის გაზრდის შანსი უჩნდებათ პრაქტიკოს მასწავლებლებლებსაც, რომლებიც კარიერული სქემის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან. გარკვეული ცვლილებები დაანონსდა პედაგოგების საკვალიფიკაციო გამოცდების კუთხითაც. რეფორმის პარალელურად სამინისტრო მასწავლებლების შეფასების და სტატუსის გაუმჯობესების ახალ სქემაზე იწყებს ფიქრს.