პროექტი „განახლებული რეგიონები“

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს. გორში დაწყებულია ცენტრალურ გამზირზე არსებული შენობების, კასპში კი ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია.

ასევე, დაწყებულია ქარელის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე შენობებისა და სკვერის, ხოლო ხაშურში რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია. ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.