ახალი გუბერნატორი

გურიის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა. მთავრობის მეთაურმა მასთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა. ისაუბრეს პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ გეგმებზე.

გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე, სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

გიორგი ურუშაძემ თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა.