„განახლებული რეგიონები“ - პროექტები იმერეთში

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და მისი მიმდებარე შენობების განახლების სამუშაოები. ხონში კი ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლდა 13 შენობა, ერთი პარკი და ცენტრალური მოედანი.

რაც შეეცდება ვანს – დასრულდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობის რეაბილიტაცია, სამი სკვერის, მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეების განახლებისა და განათების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. იმერეთში დასრულებული და მიმდინარე პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის მერთან ერთად დაათვალიერა.