„განახლებული რეგიონების“ პროგრამა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამა დედოფლისწყაროში გრძელდება. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ცენტრალური მოედნის, რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ტროტუარები და განათების ახალი სისტემა. სამუშაოებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო, რომლის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა და განხორციელებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.