პროგრამა „განახლებული რეგიონები“

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, თელავში დაწყებულია თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლება, გურჯაანში ნონეშვილის ქუჩისა და ე.წ. პაპას ბაღის და ბებოს ბაღის, დედოფლისწყაროში ცენტრის და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, საგარეჯოში ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, ყვარელში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება. 4-წლიანი პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, 500 მილიონი ლარია.