პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ჯარისკაცებმა ბავშვების შეკითხვებსაც უპასუხეს. პროექტი რამდენიმე წელია, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.