ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა, კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალს უმასპინძლა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს. წვრთნების ფარგლებში მათ სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე და სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ. დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.