„ჩვენი ჯარი“ - საჯარო სკოლებში ახალი პროექტი დაიწყო

ჩვენი ჯარი – საჯარო სკოლებში ამ სახელწოდებით თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი დაიწყო.

კურსის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ.

შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან ეტაპობრივად მოხდება. სპეციალისტები მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიას, მიზნებს, ამოცანებს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.

ჩვენი ჯარის პრეზენტაცია თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.