განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეები

პრობლემა, რომელიც მხოლოდ სწავლის პროცესში იჩენს თავს.

სკოლებში, სადაც ინკლუზიური განათლებაა დანერგილი, მშობლების მეტ ჩართულობას და აქტიურობას ითხოვენ. სწორედ ამ მეთოდს ასახელებენ სპეციალისტები ყველაზე ეფექტურად ბავშვის იმ ქცევით დარღვევებთან საბრძოლველად, რომლის შესახებ ზოგჯერ მშობლები პირველად სკოლის მასწავლებლებისგან იგებენ. ეს არის სწავლის უნარის დაქვეითება – ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა.