ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები რუსთაველზე მიმდინარე აქციას ადგილზე პირადად გაუწევენ მონიტორინგს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები აქციას ადგილზე პირადად გაუწევენ მონიტორინგს. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, ეს პროცესი შსს-მ უნდა უზრუნველყოს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სპეცოპერაციის ირგვლივ არსებულ კითხვებს უმოკლეს დროში უნდა გაეცეს პასუხი იმ ინფორმაციისა და ვიდეომასალის საფუძველზე, რაც მომხდარს უკავშირდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პასუხებს საპარლამენტო ფორმატშიც ელოდება, სადაც, მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლები უნდა მივიდნენ.