„ლელოს“ განცხადება

„ლელომ“ 80-ზე მეტი რუსი აქტივისტისა და უფლებადამცველის წერილი გაასაჯაროვა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ და პარლამენტიდან უკვე გაწვეულ კანონპროექტზეა საუბარი. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსეთში ანალოგიური კანონი თავად შეეხოთ და ისინი წერილში აქცენტს ამ ორ დოკუმენტის მსგავსებაზე აკეთებენ. „ლელოში“ ფიქრობენ, რომ ეს წერილი ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობის იყო ის გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა.