ანა ნაცვლიშვილის განცხადება

რიკოთზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთაშორისო შემოწმებას ითხოვს პარტია „ლელო“. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, შესაბამისი მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს უკვე მიმართეს და პასუხს 10 დღის ვადაში ელოდებიან. მისი თქმით, რიკოთთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. საპასუხო განცხადება უკვე გაკეთდა მმართველ გუნდში.