ოპოზიციის მოთხოვნა - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხებს ელოდება. „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უპასუხოდ დატოვებული სადეპუტატო შეკითხვები დანაშაულის დაფარვას ემსახურება. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის შექმნა.

პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხოდ ამბობს, რომ ოპოზიციას შეუძლია, ანგარიშვალდებული სტრუქტურების ხელმძღვანელები ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარონ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ.

შეგახსენებთ, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ.