შეხვედრა პარლამენტში

ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალების ეკონომიკური მიმართულებით გაძლიერებას და ამისთვის შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანაში ქალების ეკონომიკური პოტენციალი სათანადოდ დაფასებული არ არის, რისთვისაც საჭიროა კონკრეტული სამუშაოების შექმნა და ნაბიჯების გადადგმა.