„ლელოს“ პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა

განახლებული პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა „ლელოში“. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს, მის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად კი ირაკლი კუპრაძე. მათი განცხადებით, „ლელო“ მობილიზებულია, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს.