განახლებული პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა „ლელოში“. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს, მის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად კი ირაკლი კუპრაძე. მათი განცხადებით, „ლელო“ მობილიზებულია, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს.