საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, ორგანიზაცია „საფარში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საქმის სამივე ფიგურანტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია და მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მტკიცებულებების სახით აუდიო და ვიდეოჩანაწერები წარუდგინეს, რომელზეც ორ კვირაზე მეტია ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა მათი თქმით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე მოკვლევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.