საპროტესტო აქცია-მსვლელობა რუსთაველზე

პროტესტის მეექვსე დღე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. დღეს მოძრაობა „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ მიერ დაანონსებულ აქციას ქალთა მარშიც შეუერთდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ დააორგანიზა.

აქციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომელთა ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ კანონის მეორე განხილვის დღისთვის სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციაში იქნებიან.

აქციაზე მუშაობს „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი, რა ვითარებაა პარლამენტთან და რა მოთხოვნებს აჟღერებენ აქციის მონაწილეებინათია ქენქაძე დეტალებით.