ორგანიზაცია „საფარის“ განცხადება

ორგანიზაცია „საფარი“ 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გაუპატიურების საქმეზე გამოძიების გადაცემას თბილისის საგამოძიებო სამმართველოსთვის ითხოვს. მათი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის გულგრილი და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, გარკვეული მტკიცებულებები განადგურდა. როგორც იურისტი ამბობს, საქმის გამოძიება „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ორგანიზაცია ითხოვს დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ მტკიცებულება და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე დაიწყო 137-ე მუხლით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.