კვლევა ქალი კოორდინატორების უფლებებზე

„ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში“ – ამ სახელწოდებით კვლევა „საფარმა“ და ისფედმა“, ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ჩაატარეს და შედეგები წარადგინეს.

ყურადღება გაამახვილეს ქალი კოორდინატორების უფლებებზე, სამუშაო პირობებსა და არჩევნებში ქალთა მიმართ შესაძლო ძალადობის პრევენციის საკითხებზე. შემუშავდა რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ ადგილობრივი და საერთაშორისი ორგანიზაციებისთვის – ეს რეკომენდაციები კი მათ შორის ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებასა და პარტიების კოორდინატორთა ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.