კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

თბილისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კონფერენცია გაიმართა. იმსჯელეს სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმებზე, პროგრესსა და ერთიანი მოქმედების მნიშვნელობაზე.

დისკუსია 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მონაწილეების მხრიდან აქცენტი გაკეთდა სამუშაო ადგილსა და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკაზე, ასევე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.