არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვითარება კვლავ უცვლელია. როდის გადმოეცემა ცხედარი ოჯახს, ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვის თემის კომენტირებისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ საკითხზე ახალ ინფორმაციას არ ფლობს. კვირიკაშვილის მიმართვა შეაფასა ელენე ხოშტარიამაც. ევროპული საქართველოს წევრის თქმით, განცხადება მცდარი, არასწორი და საზიანოა.
პარალელურად გრძელდება კონსულტაციები რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებითაც.