პოლიტიკური კრიზისი და არეულობა პერუში

შიდა პოლიტიკური კრიზისი და არეულობა პერუში – გადაყენებული პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებს არეულობა, პოლიციასთან შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თუმცა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ახლა უკვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები მაინც გრძელდება. საპროტესტო ტალღა პერუში მას შემდეგ აგორდა, რაც ერთი წლის წინ არჩეულ პრეზიდენტს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა, მოგვიანებით კი კასტილიო გადატრიალების და კონსტიტუციური წესრიგის შელახვის მცდელობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა.