გოგა ხაინდრავას განცხადება 

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. მისი განცხადებით, საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა, ვინაიდან მხარეების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგაც სიტუაცია არ შეცვლილა. მისი თქმით, ერთიანი ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და ცდილობს ამნისტიის პუნქტის ჩაგდებით ჩაშალოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიღწეული შეთანხმება. ხაინდრავა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას.