გიორგი გახარიას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ შვიდთვიან პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი მოუხდა ამ კრიზისის დროს გადამდგარ ყოფილ პრემიერსაც.

პარტიის დაფუძნებიდან ორ დღეში გიორგი გახარია მედიას შეხვდა. ყველაზე მეტი შეკითხვა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე და 20 ივნისზე დაისვა, მთავრობის ყოფილ მეთაურს და შინაგან საქმეთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარტიის პრეზენტაციის დროს ქვეყნის მთავარ გამოწვევად დასახელებულ ნეპოტიზმსა და კორუფციაზეც დასჭირდა განმარტებების გაკეთება. თუმცა, გახარიას დღეს არცერთი კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია. 20 ივნისს უკანონო ბრძანების გაცემას კატეგორიულად უარყოფს, ორი წლის წინანდელ მოვლენებს კი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს. კითხვები დაისვა ბიძინა ივანიშვილზეც. გიორგი გახარია ამბობს, რომ მას არც შეაქებს და არც აძაგებს. რა გეგმები აქვს მოახლოებულ არჩევნებზე და შედის თუ არა გეგმაში „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია, – ნოდარ ჩაჩუა ადევნებდა თვალს მედიასთან შეხვედრას.

დატოვე კომენტარი