პოლიტიკური შეთანხმება - საერთაშორისო გამოხმაურება 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო მილოცვებს იღებს.

საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას და დოკუმენტის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს აქებენ. გზავნილი საერთოა: ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და კომპრომისული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის ევრო-ინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე კეთდება მინიშნებები, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ამ პროცესში საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეს. საერთაშორისო პარტნიორები ახლა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაწერილი პირობების შესრულებას ელოდებიან. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამბიციურ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე.