ინტერვიუ ჰუბერტ ქნირშთან 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს დაძლეულად აცხადებს გერმანიის ელჩი.

ჰუბერტ ქნირშმა „მოამბეს“ ინტერვიუ მისცა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შვიდთვიანი ბოიკოტის შეწყვეტას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას დადებითად აფასებს, რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერას, ელჩი ხაზს უსვამს, რომ პარტიამ თავად უნდა განსაზღვროს და უნდა იცოდეს, რა შთაბეჭდილებას ახდენს მისი პოზიცია მხარდამჭერებზე, მოწინააღმდეგეებსა და საერთაშორისო მედიატორებზე. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ 19 აპრილის შეთანხმების პირველ პუნქტზე, ანუ ამნისტიის აქტზე ხელისუფლება და ოპოზიცია პოზიციების შეჯერებას მოახერხებენ. ქნირში ვრცლად საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში გაწერილი საკითხების აღსრულებას.