ამერიკელი სენატორების შეხვედრა ოპოზიციასთან

ამერიკელი სენატორების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებაა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემქნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში სენატორები აქტიურად იყვნენ ჩართული და საერთაშორისო პარტნიორების ჯერ ფასილიტაციის, შემდეგ კი მედიაციის პარალელურად, სენატიდან მნიშვნელოვან და მკაფიო განცხადებებს და გზავნილებს აჟღერებდნენ. ამერიკელ კანონმდებლებს ახლა საშუალება აქვთ, 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების პუნქტების შესრულებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია უშუალოდ ოპოზიციონერი ლიდერებისგან მიიღონ. ხელისუფლების ოპონენტები 19 აპრილის დოკუმენტის აღსრულების პროცესში მთავარ სადაო თემად მართლმსაჯულების რეფორმას ასახელებენ. შეხვედრაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ ოპოზიციის წარმომადგენლები სენატორებისთვის.