პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი არასრულწლოვნები მისი სკოლის მოსწავლეები არიან. თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით, მას სამართალდამცველები არ დაკავშირებიან და დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. მისივე ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ძებნილ მოზარდს, დირექტორის ინფორმაციით, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახმაც არაფერი იცის.