ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, დ.ღ-ს სასჯელის ვადას დღეს განუსაზღვრავენ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი სასჯელის ნებისმიერი ზომა უკანონო და დაუსაბუთებელი იქნება. მისი თქმით, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და დ.ღ-ს უდანაშაულობას დაამტიცებენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ცრუ ჩვენება მისცა.