ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა

18:50, 27.05.2019

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დასრულდა. პროცესი დღეს არასამთავრობოების აქციის ფონზე წარიმართა. სამოქალაქო სექტორი ობიექტურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. მოსამართლის განაჩენი კი  3 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე ასაჩივრებს. პროკურატურა საქმეზე პირველადი ბრალის დამტკიცებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი გამამტყუნებელი გადანაჩენის შეცვლას მოითხოვს.

მსგავსი