ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის ნაწილი წარმოთქვა. მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას შემდეგ სხდომაზე, 17 მაისს განაგრძობს.

ერთი მსჯავრდებულის ადვოკატს უკვე აქვს ნათქვამი დასკვნითი სიტყვა, ახლა ამ უფლებით სარგებლობს მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატი. ამის შემდეგ სავარაუდოდ, სიტყვით ისარგებლებენ თავად არასრულწლოვნები.

გ.ბ-ს ადვოკატმა განმარტა, რომ საკუთარ სიტყვაში არასრულყოფილ გამოძიებაზე, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე და მთავარ მოწმეზე მ.კ-ზე ისაუბრა.