პეტიცია მუნიციპალიტეტისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით

ხულოს მუნიციპალიტეტისთვის სახელის შეცვლას მოითხოვს ათასზე მეტი ადგილობრივი.

საკუთარი ხელმოწერებით საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია საკრებულოში უკვე შეიტანა. მოთხოვნის მიხედვით მუნიციპალიტეტს ხულოს ნაცვლად ისტორიული სახელი „დიდ-აჭარა“ უნდა დაუბრუნდეს. სახელის შეცვლა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ცენტრის სახელდების ცვლილებას. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა გამოიტანოს.

თემაზე მერაბ წულუკიძემ და ედნარ კოჩალიძემ იმუშავეს, – რეპორტაჟი ხულოდან.