ოზურგეთის მერობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან

ოზურგეთში, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა მოაწყო.

„არა ძალადობას“, „არა მოსყიდვას“, „არა გაყალბებას“, – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით მათ არჩევნების სამართლიანი ჩატარება მოითხოვეს და საოლქო- საარჩევნო კომისიას კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდეს. შარაშენიძემ თანამოაზრეებს სიტყვითაც მიმართა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  მოგვიანებით მათ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს და ადმინისტრაციას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს.