იპოთეკართა პეტიცია

„იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტები იპოთეკით დაზარალებულ პირებთან ერთად ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ. ასოციაცია საქართველოში იმ ევროპული კანონის მიღებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ბინიდან გამოსახლება აკრძალულია, თუ ეს მისი უკანასკნელი საცხოვრებელია. ამ მოთხოვნით, ასოციაციამ და იპოთეკით დაზარალებულებმა „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მასშტაბური შეხვედრა-აქცია მოაწყვეს.