ადვოკატების განცხადება

ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი განცხადებით, ამის დასტურია მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნებით გამოყენების მცდელობა, კონკრეტულად კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები.

დოკუმენტს დღეს შვიდმა ადვოკატმა მოაწერა ხელი. პეტიციაზე ხელმომწერი ადვოკატები, რომლებიც არ არიან სააკაშვილის უფლებადამცველები, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქმე სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

დატოვე კომენტარი