სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროებას სთხოვს. სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება და ახალგაზრდების პროექტები არ ფინანსდება. მათ იგივე მოთხოვნით განცხადება პირველად ერთი თვის წინ შეიტანეს, თუმცა მათი თქმით უნივერსიტეტმა დოკუმენტაცია სრულად არ გაასაჯაროვა.