პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი, 2018 წელს, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას აჯამებს.
თამარ ქალდანის სამსახურმა, მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, შარშან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოავლინა. ინსპექტორის აპარატმა შესწავლა საარჩევნო პერიოდშიც ჩაატარა.
ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიების გავრცელებასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ შარშან, ცესკო-მ სიები 11 სუბიექტს გადასცა, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
ინსპექტორის აპარატის მონაცემებითვე, ცესკოს საიტზე განთავსებულ სიას, ხშირად სესხის ამომღები კომპანიები და კერძო დეტექტივები იყენებენ. უწყება სამართალდამცავ სექტორში დარღვევების შემცირებაზეც მიუთითებს.