პრეზიდენტის შეთავაზება - გამოხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას ერთობის პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით უკვე მოყვა გამოხმაურებები. პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტრს ევროპული მომავლისთვის გაერთიანებას და „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, მზად არის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგითა და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.