მარტიდან სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა იკრძალება

მარტიდან სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა იკრძალება, თუ მოქალაქის თანხმობა არ არსებობს. წინასწარი თანხმობის გარეშე, მოქალაქე ტელეფონით კერძო სარეკლამო შეტყობინებებს აღარ მიიღებს. ეს არის ერთ-ერთი სიახლე პერსონალურ მონაცემთა კანონში შეტანილი ცვლილებებიდან. რეგულაციის მიხედვით, მობილური ქსელის ოპერატორმა მომხმარებლისგან წინასწარ უნდა მიიღოს დასტური პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და შეტყობინების გაგზავნაზე.

გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი სხვადასხვა ცვლილებებს მოიცავს. მათ შორისაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. სწორედ ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით მართავს ის შეხვედრებს.