პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტს

ორი დღე პრეზიდენტის მოხსენებამდე. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 6 თებერვალს წარდგება. ეს პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო მოხსენება იქნება. ზურაბიშვილი საკუთარ გამოსვლაში, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ. რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნას ისევ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენებს.