„კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დავა კიდევ უფრო მწვავდება – საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, მონიტორინგის განსახორციელებლად, იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს პუნქტი „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტში მათგან ფარულად შეიტანა. საპასუხოდ, მმართველი პარტია აქვეყნებს საპარლამენტო სხდომის ჩანაწერს, რა დროსაც სწორედ ეს სადავო პუნქტი განიხილება და სადაც მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.