პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები

იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორის ფორმატში, პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. პროცესის ფარგლებში დაგეგმილია კანონმდებლობის კოდიფიკაცია. გადაისინჯება, როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. იგეგმება პატიმრობის კოდექსის სრულიად ახალი პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება. განხილვაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მიწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.