მასწავლებლების საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში.
სკოლა სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა საპენსიო ასაკის 11-მა პედაგოგმა დატოვა. მასწავლებლები ერთიანად აიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს და მათ ასევე ცხოვრების ბოლომდე უნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ მასწავლებლებისთვის დღეს პირველ სკოლაში წითელი ხალიჩა გაიშალა. პედაგოგები მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმაც გააცილეს.