მასწავლებელთა საგნობრივი და კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები

მასწავლებელთა საგნობრივი და კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნარების ტესტირებით დაიწყო. რვა ქალაქში სულ 13 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება უკვე მეორედ მიეცათ. სულ 26 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, რომელთა დიდი ნაწილი პრაქტიკოსი მასწავლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდაზე მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და მის შესაბამის კრედიტ ქულებს.