ბანგლადეშში 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან 

ბანგლადეშში სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდი სიკვდილით დაისჯებიან.

19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის, 16 პირს სასამართლომ  სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თავდამსხმელებმა ნურსათ ჯაჰან რაფი რამდენიმე თვის წინ, მედრესეს დირექტორის დავალებით სკოლის სახურავზე ცოცხლად დაწვეს. შემზარავ დანაშაულამდე გოგონამ სკოლის ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა.  სწორედ ეს გახდა მის წინააღმდეგ შეთქმულების მიზეზი.