პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში 56–ე საყოველთაო ნათლობა დაიწყო.
პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ კი ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.