საკვირაო ქადაგება სამებაში

საკვირაო წირვა ჩაატარა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში. მან ქრისტიანულ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და ღვთის სიყვარულზე იქადაგა. მეუფის თქმით, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, რომ ის მიიღოს.

მეუფე შიომ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.