შობის დღესასწაული

საშობაო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქმა. პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარებული საზეიმო ლიტურგია ისე დასრულდა, რომ მრევლს საშობაო ეპისტოლე არ მოუსმენია. კოვიდ-19-ის გამო გასხვავებული ფორმით ჩაიარა საშობაო ალილომაც. ტრადიციული თეატრალიზებული მსვლელობა წელს არ ყოფილა – სამღვდელოებამ მანქანებით მსვლელობა მოაწყო, მოქალაქეები დალოცა და ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურა. შეგროვდა ბავშვთა სახლებისთვის, მოხუცთა თავშესაფრების და პატიმრებისთვის განკუთვნილი შემოწირულობა. მსურველებს საშობაო ნობათი რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარავში მიჰქონდათ.

დატოვე კომენტარი